მეორე ავენიუს მეტროს ხაზი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეორე ავენიუს მეტროს ხაზი (ინგლ. The Second Avenue Subway; SAS) — ამჟამად მშენებარე სწრაფი ტრანზიტის მეტროს ხაზი მეორე ავენიუს ქვეშ, მანჰეტენზე, ნიუ-იორკი.

მეორე ავენიუს ხაზის სქემა

თითქმის 75 წლის განმავლობაში ოცნებად ქცეული მეტროს ხაზისთვის გვირაბის გაყვანის კონტრაქტი საქალაქო სატრანსპორტო სამმართველომ (Metropolitan Transportation Authority) 2007 წლის 20 მარტს კონსორციუმს Schiavone/Shea/Skanska-ს მიაკუთვნა. წინასწარ საინჟინრო გათვლებსა და საპროექტო სამუშაოებს ასრულებს ერთობლივი საწარმო DMJM Harris და Arup. ამ კონტრაქტს რამდენიმე თვეში მოჰყვა შეთანხმება დაფინანსებაზე ფედერალური სატრანზიტო ადმინისტრაციისგან პროექტის პირველი ფაზისთვის, რომელიც Q ხაზის (Broadway Express) გაგრძელებაა მეორე ავენიუზე 96-ე ქუჩამდე. სამშენებლო სამუშაოების გახსნის ოფიციალური ცერემონია 2007 წლის აპრილში ჩატარდა 96-ე ქუჩაზე მდებარე საწყის სამშენებლო ობიექტზე.

პროექტის მშენებლობის გაჭიანურების გამო მას ხშირად უწოდებენ "ხაზს, რომელიც დროს დაავიწყდა".