მეოთხე კოალიციის ომი

(გადამისამართდა გვერდიდან მეოთხე კოალიცია)
მეთხე კოალიციის ომი
ნაპოლეონის ომების ნაწილი

ფრანგული არმია ბერლინში
თარიღი 1806-1807
მდებარეობა ევროპა (ცენტრალური და დასავლეთი)
შედეგი პრუსიის სრული განადგურება, რუსეთის მარცხი, ტილზიტის ზავი
მხარეები
რუსეთის იმპერია
პრუსია
დროშა: შვედეთი შვედეთი
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ესპანეთის დროშა ესპანეთი

რაინის კავშირი
იტალიის სამეფო
ნეაპოლის სამეფო
ჰოლანდიის სამეფო
ბავარიის სამეფო
პოლონეთის ლეგიონები

მეთაურები
კ. ვ. ფ. ბრაუნშვაიგი
ლ. ფ. ქ. ჰოენცოლერნი
რუსეთის დროშა ლ. ბენინგსენი
ნაპოლეონ I

საფრანგეთის დროშა ლ. ნ. დავუ
საფრანგეთის დროშა გ. ბრიუნი

ძალები
რუსეთი 120 000
პრუსია 250 000
საფრანგეთი 330 000-360 000
დანაკარგები
პრუსია 15 000 დაღუპული, 150 000 ტყვე, 45 000 დეზერტირი საფრანგეთი 190 000 ჯარისკაცი:28 000 დაღუპული, 80 000 ჭრილობებით დაღუპული და 82 000 დაჭრილი
მეოთხე კოალიციის ომი ვიკისაწყობში

მეოთხე კოალიციის ომი — ევროპის დიდი სახელმწიფოების (რუსეთი, პრუსია, ინგლისი) ბრძოლა ნაპოლეონის საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ 1806-1807 წლებში. თავდაპირველად პრუსიის სამეფო დაესხა თავს საფრანგეთს. იენა-აუერშტედტის ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა პრუსიელები და 1806 წლის 12 ოქტომბერს ბერლინში შეიჭრა. 1806 წლის დეკემბერში ომში ჩაება რუსეთის იმპერია.

ნაპოლეონის მიერ პოლონეთისა და აღმოსავლეთ პრუსიის კამპანიის წამოწყების მიზანი იყო რუსეთის იმპერიის დამარცხება. იმპერატორმა ექვს თვეში მიაღწია მიზანს. მთელი ამ ხნის განმავლობაში (1806 წლის ზამთარი1807 წლის ზაფხული) მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. 1806 წლის დეკემბერში გამართულმა ჩარნოვოს, გოლიმინის და პულტუსკის სასტიკმა ბრძოლებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. ზამთრის კამპანიის გენერალური ბრძოლა გაიმართა პროისიშ-აილაუსთან 1807 წლის იანვარში. საფრანგეთისა და რუსეთის ძირითად არმიებს შორის გამართულ სისხლიან ბროლაში გამარჯვებული არ გამოვლენილა (პირველად თავის კარიერაში ნაპოლეონმა გადამწყვეტ წარმატებას ვერ მიაღწია). მას შემდეგ, რაც რუსული არმიის მეთაურმა ლ. ბენინგსენმა ღამით უკან დაიხია, ნაპოლეონმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ორივე მხარე სამი თვის განმავლობაში იბრძოდა უშედეგო ბრძოლაში. საბოლოოდ მაისის თვეში ბრძოლა დასრულდა.

ამ პერიოდში რუსეთის იმპერიამ თავისი ჯარისკაცები გადაიყვანა ოსმალეთის იმპერიასთან წამოწყებული ომის ფრონტზე. ნაპოლეონმა ამით რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა. საგაზაფხულო კამპანიის დროს მას 190 000 ჯარისკაცი ჰყავდა 100 000 რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ. ჰეილსბერგის ბრძოლაში ბენინგსენმა შეუტია ფრანგებს, მაგრამ ფრიდლანდის ბრძოლაში რიცხობრივმა უპირატესობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნაპოლეონის 85 000-იანმა არმიამ რუსეთის 60 000-იან ჯარს მძიმე მარცხი აგემა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Robert Asprey. The Reign of Napoleon Bonaparte (Chs. 1-8) Basic Books, New York, NY (2001) ISBN 0-465-00482-2
  • David G. Chandler. Jena 1806: Napoleon destroys Prussia Osprey Publishing, Oxford (1993) ISBN 1-855-32285-4
  • David G. Chandler. The Campaigns of Napoleon (Chs. 39-54) Scribner, New York, NY (2nd edn. 1973) ISBN 0-025-23660-1
  • Vincent J. Esposito and John R. Elting. A Military History and Atlas of the Napoleonic Wars (Pgs. 57-83) Greenhill Books, London (Revised 1999) ISBN 1-85367-346-3
  • Frederick Kagan (2007). The End of the Old Order: Napoleon and Europe, 1801-1805. Da Capo Press. pp. 141ff.
  • Paul W. Schroeder, (1994) The Transformation of European Politics 1763-1848 (1994) pp 287-333