ფრიდლანდის ბრძოლა — რუსეთისა და საფრანგეთის ჯარების უკანასკნელი ბრძოლა 14 ივნისს რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1806-1807 წლების ომში აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქ ფრიდლანდის (ახლანდ. პრავდინსკი კალინინგრადის ოლქი) მახლობლად. მდინარე ალეს დასავლეთ ნაპირზე არახელსაყრელი პოზიცია ეკავა რუსეთის არმიას. ნაპოლეონ I-ის ჯარებმა რუსეთის არმიის გარშემორტყმისა და განადგურების მიზნით დაარტყა მის მარცხენა ფრთას. რუსეთის ჯარის მარცხენა ფრთამ, რომლის სარდალიც იყო გენერალი პეტრე ბაგრატიონი, საარტილერიო ცეცხლითა და ცხენოსანთა ჯარის კონტრშეევებით უკუაგდო მტრის ჭარბი ძალების შეტევები და უზრუნველყო რუსეთის არმიის გადასვლა ალეს აღმოსავლეთ ნაპირზე.