მენეჯერის სინდრომი
მენეჯერის სინდრომი — ნეიროცირკულარული დისტონია, რომელიც უმთავრესად ვლინდება მამაკაცებში ფსიქიკური, იშვიათად ფიზიკური გადაძაბვის შედეგად. უპირატესად აღენიშნებათ ხელმძღვანელ პირებს 40-60 წლის ასაკში. ნიშნები: დაქვეითებული შრომისუნარიანობა, უინიციატივობა, ადვილად დაღლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, სქესობრივი ლტოლვისა და პოტენციის დაქვეითება, ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე, სტენოკარდია, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რადიკულური ტკივილი, მიდრეკილება გულის კუნთის ინფარქტისა და თავის ტვინში სისხლჩქცევებისადმი.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე! |