ნეიროცირკულარული დისტონია
ნეირო-ცირკულატორული დისტონია — სიხლძაღვების ტონუსის მოშლა. იგი მრავალმა მიზეზმა შეიძლება განაპირობოს და ნებისმიერ ასაკში გვხვდება. მაგალითად, მოზარდებში მოკლე დროში სწრაფი ფიზიკური განვითარების დროს, როდესაც ორგანიზმის ნეირო-ენდოკრინული რეგულაციის განვითარება ჩამორჩება ფიზიკურ ზრდას. ეს ფუნქციური აშლილობაა და მისი გამომწვევი შეიძლება იყოს: ფიზიკური ან ემოციური გადაღლა, უძილობა ან გამოუძინებლობა, გამოფიტვა, მოუწესრიგებელი კვების რეჟიმი ან ცხოვრების სტილი (ზედმეტად აქტიური ან ძალიან პასიური). უფროს ასაკში უფრო ხშირად გამოვლინდება ხელმძღვანელ ან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მომუშავე პირებს შორის (მენეჯერის სინდრომი). ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ასთენია, მწვავე ან ქრონიკული ინფექციური დაავადებები.
კლინიკური სურათი
რედაქტირებანევროზის მსგავსი მდგომარეობა (სისუსტე, დაღლილობა ძილის მოშლა, უხასიათობა). ნეირო-ცირკულატორული დისტონიის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მოშლის სამი ტიპი შეიძლება გამოვლინდეს:
- კარდიალური
- ჰიპოტენზიური (დაბალი წნევით)
- ჰიპერტენზიული (მაღალი წნევით)