მენდი პეტინკინი
მენდილ ბრიუს პეტინკინი (ინგლ. Mandel Bruce Patinkin; დ. 30 ნოემბერი, 1952) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი.[1] ცნობილია ინიგო მონტოიას შესრულებული როლით, რომელიც მან 1987 წლის ფილმში „პატარძალი პრინცესა“ ითამაშა.
მენდი პეტინკინი | |
---|---|
პეტინკინი 2008 წელს. | |
დაბადების სახელი | მენდილ ბრიუს პეტინკინი |
დაბადების თარიღი |
30 ნოემბერი, 1952 ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
რეზიდენცია | ნიუ-იორკი, აშშ |
სხვა სახელები |
მენდილ ბრიუს პეტინკინი მერდი მარტესონი |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება |
„კანზას უნივერსიტეტი“ „ჯულიარდის სკოლა“ |
საქმიანობა |
მსახიობი მომღერალი |
აქტიური | 1974-დღემდე |
მეუღლე(ები) | კეთრინ გროდი (იქ. 1980) |
შვილ(ებ)ი | 2 |
საიტი | Official website |
მას სხვა ფილმებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა: „იენტლი“ (1983), „უცხო ნაცია“ (1988), „დიკ ტრეისი“ (1990), „ელმოს თავგადასავალი გრიჩლენდში“ (1999) და „ნეტავ აქ ვყოფილიყავი“ (2014). პეტინკინი გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო სერიალშიც, მათ შორის არის „Chicago Hope“ და „კრიმინალური აზროვნება“. ამჟამად, სოლ ბირინსონის როლს თამაშობს „Showtime“-ის სატელევიზიო სერიალში „სამშობლო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Meet a guy called Mandy“. Jewish Chronicle. May 17, 1996. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2011. ციტირების თარიღი: July 6, 2008.