მემნონ კანდელაკი

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

მემნონ კანდელაკი (დ. 16 აპრილი 1897, ნაბოსლევი — გ. 22 აპრილი, 1972, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1943), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

მემნონ კანდელაკი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1930 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც 1943-1954 წლებში ხელმძღვანელობდა ინფექციურ სნეულებათა კათედრას; 1954-1957 წლებში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას, ხოლო 1957-1972 წლებში საფაკულტეტო თერაპიის კათედრას. სწავლობდა სამხარეო პათოლოგიას, ახალი სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას; გულსისხძარღვთა სისტემის დაავადებათა კლინიკას, მკურნალობას და სხვ.

ნაშრომებირედაქტირება

  • გრიპი და მასთან ბრძოლა, თბილისი, 1959
  • დიზენტერია და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებანი, თბილისი, 1957

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება