სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭყონია.

მემედ ჭყონია (დ. 1860, ქობულეთი — გ. 1940, ქობულეთი) — ქართველი პოეტი და სახალხო მთქმელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან, სერგეი მესხთან, თედო სახოკიასთან და სხვა. თხზავდა სოციალ-პოლიტიკურ, შრომით, საწესჩვეულებო ლექსებს. პოპულარობით სარგებლობდა მისი პატრიოტული ლექსები, რომლებშიც ეწინააღმდეგებოდა პანთურქიზმსა და პანისლამიზმს. იგი ეწეოდა საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო იდეების პროპაგანდას, ხელს უწყობდა მუსლიმ ქართველებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 410.
  • ახვლედიანი ხ., „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“, ბათუმი, 1978
  • ახვლედიანი ხ., „სამხრეთ საქართველოს განთავისუფლებისთვის მებრძოლნი“, ბათუმი, 1972
  • ახვლედიანი ხ., „საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აჭარაში 1917-1921“, ბათუმი, 1971
  • ქურიძე შ., „მხატვრული სიტყვის განვითარება აჭარაში“, ბათუმი, 1970

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება