მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა

მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); ოცდაექვსი მაისის მოედნიდან თამაზ ჭილაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. 1938 წლამდე მას ახალშენის III ქუჩა ერქვა, შემდეგ — ბეშთაშენის, 1967 წლიდან — მელიტონ ბალანჩივაძისა. 1992 წელს მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების სახელი ეწოდა.[1] ადრე გრძელდებოდა ვიქტორ დოლიძის ქუჩისკენ, 2019 წელს ამ მონაკვეთს თამაზ ჭილაძის სახელი ეწოდა.[2]

მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
უბანი საბურთალო
წინა სახელები ახალშენის III ქუჩა, ბეშთაშენის ქუჩა, მელიტონ ბალანჩივაძის ქუჩა
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 27, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩის მონაკვეთისთვის მწერლის, დრამატურგის თამაზ ჭილაძის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (18 ოქტომბერი, 2019). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024