მელანი ფიონა
მელანი ფიონა ჰალიმი (ინგლ. Melanie Fiona Hallim; დ. 4 ივლისი, 1983, ტორონტო, ონტარიო, კანადა) — კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. დაიბადა და გაიზარდა ტორონტოში. მუსიკალური კარიერა დაიწყო 2002 წელს. კარიერის დასაწყისში გახდა რიტმ-ენდ-ბლუზ ტრიო X-Quisite-ის წევრი. ჯგუფმა მოიგო Juno Award-ის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ/სოულ ჩანაწერის კატეგორიაში. ტრიოს დაშლის შემდეგ შექმნა დუეტი „The Renaissance“ დრეიკთან ერთად.
მელანი ფიონა | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მელანი ფიონა ჰალიმი |
დაბ. თარიღი | 4 ივლისი, 1983 |
დაბ. ადგილი | ტორონტო |
წარმოშობა | ტორონტო, ონტარიო, კანადა |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოული, რეგი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2002 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | melaniefiona.com |
მელანი ფიონა ვიკისაწყობში |
მელანის სადებიუტო სტუდიურ ალბომი, The Bridge გამოვიდა 2009 წელს. მას წინ უძღოდა სადებიუტო სინგლი „Give It to Me Right". ნამუშევარი 20-ე ადგილზე გავიდა კანადის ცხელ ასეულში, ხოლო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში 41-ე ადგილი დაიკავა. მუსიკოსის მეორე სინგლი სინგლი, „It Kills Me" მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულსა და Hot R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში. ნამუშევარმა მოიპოვა გრემის ნომინაცია საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური პერფორმანსის კატეგორიაში. მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, The MF Life (2011) აშშ-ს ბილბორდს 200-ის ჩარტში მე-7 ადგილზე გავიდა. იმავე წელს ფიონამ მოიგო ორი გრემის ჯილდო საუკეთესო ტრადიციული რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულებისა და საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერის კატეგორიაში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამელანი ფიონა ჰალიმი დაიბადა 1983 წლის 4 ივლისს, ტორონტოში, ონტარიო, კანადა.[1][2] სიმღერების წერა 16 წლის ასაკში დაიწყო. მამამისი ბენდის გიტარისტი იყო. სწორედ ამან მისცა ბიძგი მელანის მუსიკით დაინტერესებულიყო.
კარიერა
რედაქტირება2002 წელს ფიონა გახდა გოგონების ჯგუფის წევრი, სახელად X-Quisite.[3] ტრიომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Warner Music Canada. 2003 წელს გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო ალბომი X-Quisite. 2004 წლის Juno Awards-ზე ჯგუფი იყო ნომინირებული R&B/Soul ჩანაწერის კატეგორიაში. ტრიო 2005 წელს დაიშალა.
ის ასევე იყო ჯგუფში სახელად „The Renaissance“ რეპერ დრეიკთან ერთად. კარიერის დასაწყისში ის ტორონტოს ღამის კლუბებში გამოდიოდა. 2005 წელს ფიონა საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში. ამ დროს დაიწყო სიმღერების სხვადასხვა მუსიკოსისთვის, მათ შორის რიანასა და Kardinal Offishall-ისთვის.
2007 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლებთან SRC Records და Universal Motown.[4][5] იმავე წელს კანიე ვესტთან ერთად იმღერა ტურნეზე Glow in the Dark. მალევე გაიცნო ჯეი-ზი და ხელი მოაწერა კონტრაქტს Roc Nation-თან. 2009 წლის ივნისში გამოუშვა სადებიუტო ალბომი The Bridge. ამერიკაში ნამუშევრის 248000 ეგზემპლარი გაიყიდა.[6] Beyond Race Magazine-მა ფიონა 2009 წლის „50 ახალ საუკეთესო შემსრულებელს“ შორის დაასახელა. ალბომიდან გამოვიდა რამდენიმე სინგლი, მათ შორის „It Kills Me“, რომელიც 10 კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Hot R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში. ნამუშევარმა მიიღო გრემის ჯილდოს ნომინაცია საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულების კატეგორიაში.[7][8] კომპოზიცია „Sad Songs" გამოვიდა 2009 წლის აპრილში. ნამუშევარი „Give It to Me Right" იყო ალბომის პირველი ოფიციალური სინგლი. სიმღერამ ბრიტანეთში 41-ე ადგილზე გავიდა.
2011 წელს ფიონამ დაიწყო მეორე სტუდიური ალბომის ჩაწერა. პირველი სინგლი „Gone and Never Coming Back" 37-ე ადგილზე გავიდა აშშ-ს რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში. იმავე წელს გამოუშვა თავისი მეორე სინგლი, „4 AM". ნამუშევარი მე-8 ადგილზე გავიდა აშშ-ს რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში. მუსიკოსის ალბომი The MF Life გამოვიდა 2012 წლის 20 მარტს.[9][10][11]
ალბომის ახალი სინგლი „Monday Morning" მოხვდა შვეიცარიისა და პოლონეთის ჩარტების სათავეში. შემდეგ გამოვიდა ახალი სინგლი „Ay. Yo". სიმღერის მუსიკალური კლიპის პრემიერა შედგა 2010 წლის 12 აპრილს. ალბომის კიდევ ერთი ახალი სინგლი „Priceless" მუსიკოსის ლეიბლმა გაგზავნა აშშ-ს რადიოში. მალევე კომპოზიცია „Monday Morning" გაიგზავნა კანადის რადიოში. ალბომის ბოლო სინგლი „It Kills Me" 47-ე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელ ასეულში.
მალევე მუსიკოსმა დატოვა ლეიბლი და დაიწყო მუსიკის დამოუკიდებლად გამოშვება. მესამე ალბომზე „Awake“ მუშაობა დაიწყო 2013 წლის ოქტომბერში. მალევე გამოუშვა სინგლი „Cold Piece". 2015 წლის 12 მაისს გამოვიდა მუსიკოსის ახალი სინგლი „Bite the Bullet".[12] 2015 წლის სექტემბერში ფიონამ გამოუშვა კიდევ ორი სიმღერა მომავალი ალბომიდან: „I Ted" და „Killing Time“. მიუხედავად ამისა, ალბომი ჯერ კიდევ არ გამოსულა.
დისკოგრაფია
რედაქტირება- The Bridge (2009)
- The MF Life (2012)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Farber, Jim. (March 21, 2010) Canadian soul singer Melanie Fiona travels in time between where music has been and where it's going. New York Daily News გვ. 1–2. ციტირების თარიღი: 18 April 2010
- ↑ Chisling, Matthew. Melanie Fiona > Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: 18 April 2010
- ↑ Patch, Nick. (January 28, 2010) Grammy Watch: Melanie Fiona. Toronto Star. ციტირების თარიღი: 18 April 2010
- ↑ Farber, Jim. (March 21, 2010) Canadian soul singer Melanie Fiona travels in time between where music has been and where it's going. New York Daily News გვ. 1–2. ციტირების თარიღი: 18 April 2010
- ↑ Patch, Nick. (January 28, 2010) Grammy Watch: Melanie Fiona. Toronto Star. ციტირების თარიღი: 18 April 2010
- ↑ Jones, Steve. (March 17, 2010) The little R& B singer who could—and did. USA Today. ციტირების თარიღი: 18 April 2010
- ↑ Patch, Nick. (January 28, 2010) Grammy Watch: Melanie Fiona. Toronto Star. ციტირების თარიღი: 18 April 2010
- ↑ Infantry, Ashante. (March 7, 2010) Singer Melanie Fiona saves love for T-Dot. Toronto Star. ციტირების თარიღი: 18 April 2010
- ↑ Rap-Up.com || Fall 2011 Album Release Schedule, Rap-up.com
- ↑ New Music: Melanie Fiona 'Wrong Side of a Love Song'. Rap-Up.com. Rap-Up (January 13, 2012). ციტირების თარიღი: January 14, 2012
- ↑ Melanie Fiona Reveals Release Date, Cover Art For "The MF Life". Rap-Up.com. Rap-Up (February 9, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 14, 2012. ციტირების თარიღი: February 9, 2012
- ↑ Melanie Fiona Discusses Upcoming Album On Hot 97 (2013-07-19). ციტირების თარიღი: 2020-03-14