მელაანის წმინდა ბარბარეს ეკლესია
მელაანის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის ჩრდილოეთით 1,5 კილომეტრზე. დიდთვლებად წოდებულ ადგილზე.
ეკლესია მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია გეგმის კონტური (5x3,2 მეტრი). ნაშენი ყოფილა მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია, აღმოსავლეთით კი – ნახევარწრიული აფსიდი.
ნაეკლესიარზე დიდი ხეა ამოსული.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 191.