მელაანის სადგომი სახელოსნო

მელაანის სადგომი სახელოსნო — არქეოლოგიური ძეგლი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში. ძეგლი სოფლის დასავლეთ განაპირას მდინარე ლაკბის მარცხენა მშრალი შენაკადების, ჩრდილებისა და ჩალიანხევებს შორის გიოლას მუხის სახელით ცნობი ტერიტორიაზე. სადგომ-სახელოსნოს უკავია დააახლოებით 2-3 ჰექტარი ფართობის სახნავ-სათესი სავარგული. განეკუთვნება შუა პალეოლითის ხანას.

სადგომი სახელოსნო 1961 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღანელი კ. ფიცხელაური). ნახნავებში მოპოვებულია კაჟის ნუკლეუსები, ანატეცები და სამი იარაღი. ნუკლეუსები ამორფული და ერთფუძიანი განავი არალევაუარულია, დამზადებულია კაჭრებსა და ბუნებრივ ნატეხებზე.

ანატკეც-ნამზადები არალევარული და ლევალუაურია, უდიდეს უმრავლესობას პირველი ტიპის, მოგრძო და დაბალი ფართო, არასწორი მოყვანილობის, გლუვი დარტყმისმოედნიანი ანატკეცები შეადგენს. ლევალუაური ანატკეცი ოთხი ცალია. ყველა მოთეთრო-მონაცრისფრო კაჟისაა, გამოირჩევა მოგრძო, შედარებით სწორი მოყვანილობით, სითხელით.დოლსარულ ზედაპირზე წინამორბედი, პარალელური ატკეცის ნეგატივობითა და პაცეტირებული, სწორი და ამოზნექილი დარტყმის მოედნებით.სამივე იარაღი გაკეთებულია არალევალუაურ ანატკეცებზე და წარმოდგენილია ამოზნექილსამუშაოპირიანი გრძივი სახოკით. ასიმეტრიული სამკუთხედისებრ ანატკეცზე გაფორმებული წვეტანით და ნაკოშსა და საჭრელი სამუშაო ელემენტის მქონე კომბინირებული ელემენტი.

მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ლიტერატურარედაქტირება