მელაანის მეორე კოშკი

მელაანის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 12 კილომეტრზე, მთის წვერზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ადგილობრივი მოსახლეობა ნაგებობას „სკლინტიან საყდარს“ უწოდებს.

ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-2,5 მეტრია; ინტერიერი მიწითაა ამოვსებული და მცენარეულობითაა დაფარული, ფასადებზე საპირე ქვები ბევრ ადგილზე ჩამოცვენილია.

კოშკი გეგმით კვადრატულია (7x7 მეტრზე, კდლების სისქე 1,5 მეტრია). ნაგებია მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით, შემორჩენილი კედლები ყრუა.

ლიტერატურა

რედაქტირება