მეიმი ჟენევა დაუდ ეიზენჰაუერი (ინგლ. Mamie Geneva Doud Eisenhower, დ. 14 ნოემბერი, 1896, ბუნი, აიოვა, აშშ — გ. 1 ნოემბერი, 1979, ვაშინგტონი, აშშ) — აშშ-ის პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის მეუღლე, აშშ-ის პირველი ლედი 1953 წლის 20 იანვრიდან 1961 წლის 20 იანვრამდე.

მეიმი ეიზენჰაუერი
Mamie Eisenhower
მეიმი ეიზენჰაუერი Mamie Eisenhower
აშშ-ის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1953 – 20 იანვარი, 1961
პრეზიდენტი  დუაიტ ეიზენჰაუერი
წინამორბედიბეს ტრუმენი
მემკვიდრეჟაკლინ კენედი

დაბადებული14 ნოემბერი, 1896
ბუნი, აიოვა
გარდაცვლილი1 ნოემბერი, 1979
ვაშინგტონი, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლედუაიტ ეიზენჰაუერი
შვილები2
ხელმოწერაMamie Eisenhower Signature.svg

ბიოგრაფიარედაქტირება

მეიმი ეიზენჰაუერი დაიბადა 1896 წლის 14 ნოემბერს აიოვის შტატის ქალაქ ბუნში. მისი მშობლები იყვნენ ჯონ შედლონ დაუდი და ელვირა მატილდა კარლსონ-დაუდი. მეიმი გაიზარდა აიოვის შტატის ქალაქ სიდარ-რაპიდსში, კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო-სპრინგში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, ხოლო ზამთრობითდაუდების სახლშI ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში. მისი მამა პენსიაზე გავიდა 36 წლის ასაკში. მეიმი და მისი სამი და გაიზარდა დიდ სახლში მოსამსახურეებთან ერთად.

ქორწინება და ოჯახირედაქტირება

მეიმი დუაიტ ეიზენჰაუერს შეხვდა ქალაქ სან-ანტონიოში 1915 წლის ოქტომბერში, მის უოლკოტის სკოლის დამთავრებიდან ძალიან მალევე. 1916 წლის 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეზე დუაიტმა მეიმის გადასცა ბეჭედი, რომელზეც სამხედრო აკადემიის მინიატურული ბეჭედი იყო ამოტვიფრული.

ლეიტენანტმა ეიზენჰაუერმა და მეიმი დაუდმა იქორწინეს 1916 წლის 1 ივლისს, როდესაც დუაიტი იყო 25 წლის, ხოლო მეიმი 19 წლის. ქორწინება შედგა საპატარძლოს სახლში დენვერში, კოლორადო. ქორწინების შემდეგ, რომელიც წარმართა პრესვიტერიანული ეკლესიის მოძღვარმა, ახალგაზრდები ორი დღით გაემგზავრნენ თაფლობის თვის გასატარებლად ელდორადო-სპრინგსში, კოლორადოს შტატში, დენვერის ახლოს მდებარე კურორტში. შემდეგ მოინახულეს მეიმის მშობლები აბილენაში. ბოლოს კი შეუდგნენ უბრალო ლეიტენანტის შესაფერის ცხოვრებას ფორტ სან-ჰიუსტონში.

ეიზენჰაუერებს შეეძინათ ორი შვილი. დაუდ დუაიტ ეიზენჰაუერი, რომელიც 4 წლის ასაკში გარდაიცვალა ინფექციური დაავადებისაგან და ჯონ შელდონ დუად ეიზენჰაუერი (1922-2013 წწ.), ჯარისკაცი, დიპლომატი, მწერალი. დაიბადა დენვერში და დაასრულა სამხედრო აკადემია. 1944 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი.

მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეული იყო კომფორტული ცხოვრების წესს, მეიმი სწრაფად შეეგუა ახალ გამოწვევებს და პრეზიდენტობისათვის ბრძოლის გზაზე თავისი მეუღლის გვერდით იდგა[1].

მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ცხოვრობდა ვაშინგტონში, მას შემდეგ რაც დუაიტ ეიზენჰაუერი 1948 წელს გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, იყიდა ფერმა გეტისბერგში (ამჟამად ეიზენჰაუერის ეროვნული ისტორიული მუზეუმი), პენსილვანიის შტატში. ეს იყო პირველი სახლი, რომელიც მათ იყიდეს. მისი როგორც ნატოს ჯარების მთავარსარდლის მოვალეობები დასრულდა 1955 წელს[2].

აშშ-ის პირველი ლედირედაქტირება

მეიმი ეიზენჰაური აშშ-ის პირველი ლედი იყო 1953 წლის 20 იანვრიდან 1961 წლის 20 იანვრამდე.

მეიმი არ იყო თანახმა ჯონ კენედის პრეზიდენტად არჩევიუსთანავე მისი ოჯახის თეთრ სახლში გადმოსვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჟაკლინ კენედმა თეთრი სახლის დათვალიერებამდე ორი კვირით ადრე საკეისრო კვეთით გააჩინა შვილი, მეიმიმ არ შესთავაზა მას სავარძელი-ეტლი გადასაადგილებლად[3].

უკანასკნელი წლებირედაქტირება

1961 წელს ქმრის გადადგომის შემდეგ, მეიმი დაბრუნდა გეტისბერგში, თავის პირველ მუდმივ საცხოვრებელში. 1969 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ განაგრძობდა ცხოვრებას ფერმაში, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ვაშინგტონში[4]. 1979 წლის 25 სექტემბერს გადაიტანა ინსულტი და გადაიყვანეს იმ საავადმყოფოში, სადაც 10 წლის წინ გარდაიცვალა მისი მეუღლე. გარდაიცვალა საავადმყოფოში 1 ნოემბერის დილით, ძილში, 83-ე დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე[1]. დაკრძალეს მეუღლის გევრდით აბილინში, კანზასი. 1980 წელს მისი მშობლიური ადგილი ბუნე, ისტორიულ ადგილის სტატუსს იღებს. აქამდე მსგავსი პატივისცემა გამოიჩინეს აბიგაილ ადამსის შემთხვევაში.

ბრუმფილდეს ბიბლიოთეკა და დენვერის გარეუბანში მდებარე პარკი ატარებს მეიმი ეიზენჰაუერის სახელს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Biography: Mamie Doud Eisenhower. dwightdeisenhower.com. Dwight D. Eisenhower Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-26. ციტირების თარიღი: 2009-01-09.
  2. White House biography
  3. West, J. B. Upstairs at the White House: My Life with the First Ladies . — Coward, McCann & Geoghegan 1973. — P. 192. — ISBN 069810546X.
  4. «Mamie Doud Eisenhower» chronology. https://www.eisenhower.archives.gov/All_About_Ike/Chronologies/MDE.html Dwight D. Eisenhower Presidential Library. Retrieved 04/13/2009