ბეს ტრუმენი
ელიზაბეთ ვირჯინია „ბეს“ ტრუმენი (ინგლ. Elizabeth Virginia „Bess“ Truman; დ. 13 თებერვალი 1885, ინდეპენდენსი, აშშ — გ. 18 ოქტომბერი 1982, იქვე) — აშშ-ის პირველი ლედი 1945 წლის 12 აპრილიდან 1953 წლის 20 იანვრამდე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე (მეორე ლედი) 1945 წლის 20 იანვრიდან 12 აპრილამდე.
ბეს ტრუმენი Bess Truman | |
აშშ-ის პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 აპრილი, 1945 – 20 იანვარი, 1953 | |
პრეზიდენტი | ჰარი ტრუმენი |
წინამორბედი | ელეონორა რუზველტი |
მემკვიდრე | მეიმი ეიზენჰაუერი |
აშშ-ის მეორე ლედი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი – 12 აპრილი, 1945 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჰარი ტრუმენი |
პრეზიდენტი | ფრანკლინ დელანო რუზველტი |
წინამორბედი | ილო უოლესი |
მემკვიდრე | ჯეინ ჰედლი ბარკლი |
დაბადებული | 13 თებერვალი, 1885 ინდეპენდენსი, მისური, აშშ |
გარდაცვლილი | 18 ოქტომბერი, 1982 ინდეპენდენსი, მისური, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ჰარი ტრუმენი |
შვილები | 1 |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელიზაბეთ ვირჯინია ტრუმენი დაიბადა 1885 წლის 13 თებერვალს მისურის შტატის ქალაქ ინდენპენდენსში, დევიდ უილოკ უოლესისა და მარგარეტ ელიზაბეთ გეიტსის ოჯახში. ოჯახში მას უწოდებდნენ ბესს, რაც ცხოვრების ბოლომდე შემორჩა. ბესი იყო უფროსი შვილი და ერთადერთი გოგონა მარგარეტისა და დეივიდის ოთხშვილიან ოჯახში. ბესის მამა იყო რამდენიმე პოლიტიკური ოფისის მფლობელი ჯექსონის ოლქში.
ბესმა ჰარი ტრუმენი გაიცნო პრესვიტერიანულ საკვირაო სკოლაში 1890 წელს, როდესაც მისი ოჯახი ახალი გადასული იყო ინდეპენდენსში. ჰარის ცისფერთვალება და ოქროსფერთმიანი ბესი პირველივე დანახვაზე მოეწონა. 1900 წლამდე ბესი და ჰარი ერთმანეთს ყოველდღე ნახულობდნენ. 1903 წელს ბესის მამა თავი მოიკლა საკუთარ ოთახში, თუ რამ მიიყვანა დეივიდი ამ ნაბიჯამდე უცნობია, მაგრამ დადიოდა ხმები, რომ იგი დეპრესიაში იყო და ჰქონდა ბევრი ვალი. მამის დასაფლავების შემდეგ მთელი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კოლორადო-სპრინგსში, სადაც ცხოვრობდნენ მარგარეტის მშობლები. 1905 წელს ბესი შევიდა მის ბარსოტუს ქალთა სკოლაში კანზას-სიტში. 1906 წელს სკოლის დასრულების შემდეგ ბესი დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქ ინდენპენდესს.
1910 წელს ჰარი ტრუმენი მამას ეხმარებოდა გრანდვიუს ახლოს მდებარე ფერმაში, როდესაც ხელახლა შეხვდა ბესს. მალევე ამის შემდეგ ჰარიმ გააცნო თავისი გეგმები მასთან დაკავშირებით, მაგრამ ბესმა სთხოვა არ დაეჩქარებინა რადგან თვლიდა, რომ დედას უნდა დახმარებოდა დიდი სახლის საქმეებში, სადაც მარგარეტი თავის ოთხ შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ეცოტა ხნით ადრე ჰარიმ კვლავ სთხოვა ხელი და ბესი დათანხმდა. თუმცა ომმა შეაფერხა მათი ქორწილი და გადადო იგი 4 წლით, სანამ ლეიტენანტი ტრუმენი ომიდან არ დაბრუნდა. ბესი და ჰარი დაქორწინდნენ 1919 წლის ივნისში ინდენპენდენსის სამების სახელობის ეპისკოპალურ ეკლესიაში. ახალგაზრდები დასახლდნენ ბესის მშობლიურ სახლში. აქვე დაიბადა მათი ერთადერთი შვილი მერი მარგარეტი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბესმა ძმებისაგან გამოისყიდა სახლი და იგი ტრუმენების საოჯახო რეზიდენციად იქცა.
ჰარის პოლიტიკური კარიერის დაწყების მომენტში ოჯახი ცხოვრობდა უელესების ოჯახში ინდეპენდენსში. 1922 წელს ქალაქის მერის წყალობით ჰარი ტრუმენი დანიშნეს ჯექსონის ოლქის აღმოსავლეთი ნაწილის მოსამართლედ. შემდეგ იგი ამ თანამდებობაზე ორჯერ აირჩიეს 1926 და 1930 წლებში. 1934 წელს ჰარი აირჩიეს სენატის წევრად მისურის შტატიდან. ბესი არ ინტერესდებოდა პოლიტიკით, თუმცა იგი თან ახლდა მეუღლეს ყველაგან, რადგან ეს მისი მოვალეობა იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბესი და მერი მარგარეტი ვაშინგტონში ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში ბესი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას. 1944 წელს ფრანკლინ დელანო რუზველტი მის მეუღლეს შეარჩევს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. 1945 წლის 20 იანვარს ჰარი ტრუმენი ოფიციალურად ხდება ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ბესი აშშ-ის მეორე ლედი. ბესი ქმრის ამ თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგი იყო, რადგან ხედავდა რომ რუზველტი ავადმყოფობდა დამის მეუღლეს მოუწევდა პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება, რაც ძირფესვიანად შეცვლიდა მის ცხოვრებას. გარდა ამისა ბესი თვლიდა რომ თეთრი სახლი მერი მარგარეტისათვის არ იყო სასურველი ადგილი. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა სულ დღე ეკავა და რუზველტის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. შესაბამისად ბესო პირველი ლედი გახდა.
ბესი უარს ამბობდა პრეს-კონფერენციებზე და ამის გამო მიიღო მეტსახელი „უკომენტარო ბესი“. ბესი აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციის საქმიანობაში. 1952 წელს ტრუმენმა კანდიდატურა არ დააყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე და 1953 წელს წყვილი დაბრუნდა ინდეპენდენსში.
ჰარი ტრუმენი დაიღუპა 1972 წელს, ხოლო ბეს ტრუმენი 1982 წლის 18 ოქტომბერს გულის შეტევის შედეგად. ტრუმენების წყვილი დაკრძალულია ინდეპენდენსში, მისურის შტატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Algeo, Matthew. Harry Truman's Excellent Adventure: The True Story of a Great American Road Trip. — Chicago Review Press, 2009. — 256 p. — ISBN 1569762511, 9781569762516.
- Burnes, Brian. Harry S. Truman: His Life and Times. — Kansas City Star Books, 2003. — 244 p. — ISBN 0974000930, 9780974000930.
- Christensen, Lawrence O.; Foley, William E.; Kremer, Gary. Dictionary of Missouri Biography. — University of Missouri Press, 1999. — P. 752. — 848 p. — ISBN 0826260160, 9780826260161.
- Klapthor, Margaret Brown; Black, Allida Mae. The First Ladies. — Government Printing Office, 2002. — P. 74—75. — 95 p. — ISBN 0912308834, 9780912308838.
- Margolies, Daniel S. A Companion to Harry S. Truman. — John Wiley & Sons, 2012. — P. 37. — 632 p. — ISBN 1118300750, 9781118300756.
- Neal, Steve. Eleanor and Harry: The Correspondence of Eleanor Roosevelt and Harry S. Truman. — Kensington Publishing Corporation, 2004. — 299 p. — ISBN 0806525614, 9780806525617.
- Truman, Harry S. and Bess Wallace. Dear Bess: The Letters from Harry to Bess Truman, 1910-1959 / ed. Robert H. Ferrell. — University of Missouri Press, 1998. — 593 p. — ISBN 0826212034, 9780826212030.
- Truman, Margaret. Bess W. Truman. — Jove Books, 1987. — 512 p. — ISBN 0515089737, 9780515089738.
- Watson, Robert P. The Presidents' Wives: Reassessing the Office of First Lady. — Lynne Rienner Publishers, 2000. — P. 89. — 261 p. — ISBN 1555879489, 9781555879488.
- Wertheimer, Molly Meijer. Inventing a Voice: The Rhetoric of American First Ladies of the Twentieth Century. — Rowman & Littlefield, 2004. — 486 p. — ISBN 0742529711, 9780742529717.