მეიერის ლიმონი
მეიერის ლიმონი — ლიმონისა და ფორთოხლის ჰიბრიდული ჯიში. ჩინური წარმოშობისაა. ტანდაბალი, უეკლო ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-2 მ აღწევს, ნაყოფი მოყვითალი-ნარინჯისფერია, მომრგვალო-ოვალურია, მისი სიგრძეა 6-7,5 სმ, სიგანე 5,2-5,5 სმ. მასა 110-125 გ. დაბალი ხარისხისაა, აქვს მცირე მჟავიანობა, სპეციფიკური გემო; დიდხანს არ ინახება. რბილობი წვნიანი, კანი თხელი და პრიალაზედაპირიანი.
მეიერის ლიმონი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაუმწიფებელი ნაყოფი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Citrus × meyeri | |||||||||||||||
|
თითოეული ხე 1000-1200 ცალ ნაყოფს იძლევა, ადრემსხმოიარეა. კარგი საოთახე კულტურაა. ყოფილ სსრკ-ში მეიერის ლიმონი გავრცელებულია შუა აზიის, შავი ზღვის სანაპიროებსა და აზერბაიჯანის სუბტროპიკული ზონის რაიონებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლეკვეიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 550–551.