მეთაურის ფარი (ასტერიქსი)

მეთაურის ფარი“ (ფრანგ. „Le Bouclier arverne“) — რიგით მეთერთმეტე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1967, გამოშვებები 399-421), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1968 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.

„მეთაურის ფარი“
„Le Bouclier arverne“

გამომცემელი Hachette
გამოცემის თარიღი 1968
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი რენე გოსინი
მხატვარი(ები) ალბერ უდერზო
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა ჟურნალი Pilote
გამოცემა 399-421
გამოცემის თარიღები 1967
ენა ფრანგული
ISBN ISBN 2012101437
ქრონოლოგია
წინა „ლეგიონერი ასტერიქსი“ (1967)
შემდეგი „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე“ (1968)

ეს ნაწილი შთაგონებულია ალეზიის ბრძოლით, როდესაც გალი მებრძოლი ვერცინგეტორიქსი დამარცხდა და იულიუს კეისრის წინაშე მოინანია. ამ ბრძოლის მცირე ნაწყვეტები თავად წიგნში ჩნდება, მაგრამ ძირითადი სიუჟეტი ეხება შემდგომში განვითარებულ მოვლენებს.

შენიშვნები

რედაქტირება
  • მთელ წიგნში მეორდება ხუმრობა, რომელიც უკავშირდება ალეზიის მდებარეობის არცოდნას. ეს ადგილი სინამდვილეში აღმოჩენილი იქნა მხოლოდ კომიქსის გამოცემის შემდეგ.
  • წიგნში ნათელი ხდება, საიდან არის ბელადის კუთვნილი ფარი, რომელზეც მას დროდადრო დაატარებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება