მეზოზავრები
მეზოზავრები (ლათ. Mesosauria) — ნამარხი ქვეწარმავლების რიგი. ჰქონდათ წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 1 მ აღწევდა, მოკლე კისერი, ძალზე გრძელი კუდი, წინაზე უფრო გრძელი უკანა კიდურები, თითებს შორის აპკი, მრავალრიცხოვანი ნემსისებური კბილები. იკვებებოდნენ თევზებით. ცხოვრობდნენ მტკნარ წყალსატევებში. განეკუთვნებიან წყლის მეორეული ხერხემლიანების ჯგუფს. ცნობილია სამხრეთ აფრიკის და სამხრეთ ამერიკის კარბონული ნალექებიდან.
მეზოზავრები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Mesosauria | |||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- მჭედლიძე გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 546.