მესოამერიკა
მესოამერიკა, მეზოამერიკა (ძვ. ბერძნ. μέσος — საშუალო), შუა ამერიკა — ისტორიულ-კულტურული რეგიონი, გადაჭიმულია მექსიკის ცენტრიდან ჰონდურასსა და ნიკარაგუამდე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ტერმინი შემოიტანა 1943 წელს გერმანელმა ფილოსოფოსმა და ანთროპოლოგმა პაულ კირხჰოფმა.
ძირითადი ცნობები
რედაქტირებამესოამერიკის მოსახლეობა კოლუმბამდელ ეპოქაში გამოირჩეოდა შემდეგი თვისებებით:
- რთული სტრუქტურული მმართველობის მქონე, მიწათმოქმედებაზე დაყრდნობილი საზოგადოებები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს დონემდეც აღწევდნენ;
- ფართო ცერემონიალური ცენტრები, ან ქალაქები მსხვილი ნაგებობებით (პირამიდები, ტაძრები, ბურთის სათამაშო მოედნები);
- ხელობის მაღალი დონე: ქვის, კერამიკის, ხის დამუშავება, ხატვა, მეტალების დამუშავება;
- ასტრონომიის ცოდნა, ზუსტი კალენდარი, ორიგინალური დამწერლობის განვითარება.
მესოამერიკი მრავალი მაღალგანვითარებული კულტურის სამშობლო იყო:
მესოამერიკის ინდიური ენები, ეკუთვნის, დაახლოებით, 10 სხვადასხვა ოჯახს (პლუს რამდენიმე იზოლირებული ენა), რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და აქვთ მსგავსი თვისებები, რომლებიც აწმყოში ერთიანდებიან მესოამერიკული ენების კავშირში. თუმცა ამჟამად მესოამერიკაში დომინირებს ესპანური ენა, ადგილობრივი ენების (ნაუატლი, საპოტეკური, მისტეკური და სხვა) მატარებლების რიცხვი ნელ-ნელა აგრძელებს ზრდას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მესოამერიკა დაარქივებული 2014-01-30 საიტზე Wayback Machine.
- საიტი ძველი მესოამერიკის შესახებ
- ჩიკომოსტოკი
- Pobladores de Mosoamerica დაარქივებული 2007-02-14 საიტზე Wayback Machine.
- მესოამერიკის ცივილიზაცია, მეხიკოს ველი დაარქივებული 2013-02-25 საიტზე Wayback Machine.
- ვ. ზუბაროვი. ძველი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ისტორია.. ლევ ტოლსტოის სახელობის ტულას სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. ზოგადი ისტორიისა და არქეოლოგიის კათედრა.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-03. ციტირების თარიღი: 2010-01-15.