მეზიტისებრნი (ლათ. Mesitornithidae) — ფრინველების ოჯახი მეზიტისნაირთა რიგისა.[1] პატარა (25-26 სმ) ფრინველებია. გავრცელებული არიან მხოლოდ მადაგასკარის მშრალ ტყეებსა და ბუჩქნარში. ოჯახში 2 გვარია: მეზიტი, რომელსაც უფრო ხშირად მონიას უწოდებენ (1 სახეობა — მონია ლათ. Monias benshi) და მადაგასკარული ლაინა (2 სახეობა — Mesitornis variegatus, Mesitornis unicolor). ცუდად ფრენენ. დებენ 1-3 კვერცხს. ადრე მეზიტისებრთა ოჯახი გაერთიანებული იყო წეროსნაირთა რიგში.

მეზიტისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mesitornithidae (Wetmore, 1960)

ლიტერატურა

რედაქტირება