მეზიტილენი
მეზიტილენი ან 1,3,5-ტრიმეთილბენზოლი — ორგანული არომატული ნაერთი. შედგება ბენზოლის ბირთვზე მოთავსებული სამი მეთილის ჯგუფისგან, სადაც მეთილის ჯგუფები სივრცეში განლაგებულნი არიან სიმეტრიულად. მეზიტილენს გააჩნია ორი იზომერი ტრიმეთილბენზოლების ჯგუფიდან, ესენია 1,2,4-ტრიმეთილბენზოლი და 1,2,3-ტრიმეთილბენზოლი. სამივე მათგანის ფორმულაა C6H3(CH3)3 ან შემოკლებით C6H3Me3. მეზიტილენი არის უფერო, ტკბილი არომატული სუნის მქონე, თხევადი ნივთიერება. მეზიტილის ჯგუფის ფორმულაა C6H2Me3 და გვხვდება სხვადასხვა ნაერთებში.[3]
მეზიტილენი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | 1,3,5-ტრიმეთილბენზოლი[1] |
ტრადიციული სახელწოდება | მეზიტილენი[1] |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 120.19 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0.8637 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −44.8 °C |
დუღილის ტემპერატურა | 164.7 °C |
სტრუქტურა | |
დიპოლური მომენტი | 0.047[2] დ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (2014) Nomenclature of Organic Chemistry : IUPAC Recommendations and Preferred Names 2013 (Blue Book). Cambridge: The Royal Society of Chemistry, გვ. 139. DOI:10.1039/9781849733069-FP001. ISBN 978-0-85404-182-4.
- ↑ Zhao, Jun; Zhang, Renyi (2004). „Proton transfer reaction rate constants between hydronium ion (H3O+) and volatile organic compounds“. Atmospheric Environment. 38 (14): 2177–2185. doi:10.1016/j.atmosenv.2004.01.019.
- ↑ Karl Griesbaum, Arno Behr, Dieter Biedenkapp, Heinz-Werner Voges, Dorothea Garbe, Christian Paetz, Gerd Collin, Dieter Mayer, Hartmut Höke “Hydrocarbons” in Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry 2002 Wiley-VCH, Weinheim. doi:10.1002/14356007.a13_227.