მეექვსე საავტორო სკოლა
მეექვსე საავტორო სკოლა — კერძო სკოლა თბილისში. მდებარეობს ლადო ასათიანის ქუჩაზე. დაარსდა 2012 წელს. სკოლაში სწავლობს I-XII კლასების 554 მოსწავლე. დაფუძნებულია შვეიცარიელი პარტნიორების დახმარებით. სწავლების ენა არის ქართული. უცხო ენები: გერმანული, ინგლისური და ლათინური.
მეექვსე საავტორო სკოლა | |
---|---|
დევიზი | თავისუფლებისა და წარმატებული მომავლის გზა |
დაფუძნდა | 2012 |
ფონდები | პაკოს ფონდი |
მისამართი | ლადო ასათიანის №28 |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ოფიციალური საიტი |
ინფრასტრუქტურა
რედაქტირებაისტორიული ღირებულება
რედაქტირებასკოლის შენობა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლია. მდებარეობს თბილისის უძველეს უბანში — სოლოლაკში, ასათიანის და დადიანის ქუჩების კვეთაზე. აგებულია 1905 წელს. შენობის არქიტექტურა თბილისში ახალი გოთიკური სტილის თვალსაჩინო ნიმუშია. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა და თავიდანვე განსაზღვრული იყო როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება. თავდაპირველად აქ მდებარეობდა ქალთა მე-3 გიმნაზია.
ღონისძიებათა დარბაზი
რედაქტირება180 მ² ფართობის ღონისძიებათა დარბაზი, აღდგენილია პირვანდელი სახით. იტევს 200 ადამიანს და მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებს — კონცერტებს, კონფერენციებს, გამოფენებს, ფილმების ჩვენებას; პოეტების, ავტორების, შემოქმედებით საღმოებს.
გალერეა
რედაქტირება-
მეექვსე საავტორო სკოლა