მედინა გიულგიუნი (აზერ. Mədinə Gülgün; დ. 17 იანვარი, 1926, ბაქო — გ. 17 თებერვალი, 1991, იქვე[1]) — აზერბაიჯანელი პოეტი და მთარგმნელი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987),[2] საპატიო ნიშანის ორდენის კავალერი.[3]. სამხრეთ აზერბაიჯანის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მოღვაწე.

მედინა გიულგიუნი
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1926(1926-01-17)
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი, 1991(1991-02-17) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მედალი „შრომის ვეტერანი“ და "21 Azer" medal
მეუღლე ბალაშ აზეროღლუ

მედინა გიულგიუნი დაიბადა 1926 წლის 17 იანვარს ბაქოში. 1938 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ აზერბაიჯანში, არდებილში. შემდეგ ის ცხოვრობდა თავრიზში, სადაც შეისწავლა სპარსული ენა. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო თავრიზის დრამატულ თეატრში. 1945 წლიდან იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის წევრი. იმავე წელს მისი ლექსები გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთებში.[1] 1948 წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Əliqızı A. Azadlıq və istiqlal poeziyası. / Bakı: 2001, 156 s.
  1. 1.0 1.1 В Музей независимости Азербайджана переданы личные вещи поэтов Балаша Азероглу и Медины Гюльгюн
  2. Литературный Азербайджан: журнал. — 1987. — С. 128.
  3. Мәдинә Ҝүлҝүн / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1982. — Т. VI. — С. 482.