მედეა დომენტის ასული ეძგვერაძე (დ. 21 თებერვალი, 1935, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1959). მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტში“ (1959-1963), ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (პროექტის მთავარი არქიტექტორი, 1964-1992). მის მიერ შემუშავებული ტიპური პროექტით 1960-იან წლებში აიგო რამდენიმე სკოლა და საავადმყოფო (ცხინვალი, რუსთავი, გარდაბანი, ზესტაფონი და სხვ.). ქობულეთში სასტუმრო „კოლხეთის“ (1983) არქიტექტურისათვის მიენიჭა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“ (1985, ავტორთა ჯგუფთან ერთად).

ლიტერატურა

რედაქტირება