მეგზია
მეგზია (ლათ. Calcarius) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 14-16 სმ აღწევს. გავრცელებულია ცირკუმპოლარულად — ტუნდრის ზონაში. ცნობილია 4 სახეობა. ბუდობენ მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს და 2 კვირას კრუხობს; იკვებება მწერებითა და მცენარეთა თესლებით. მეგზიის დანარჩენი 3 სახეობიდან 2 ბინადრობს კანადისა და აშშ-ის პრერიებში და მშრალ ზეგნებზე, ხოლო 1 — ტუნდრაში.
მეგზია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მორთული მეგზია (Calcarius ornatus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Calcarius (Bechstein, 1802) | |||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება2018 წლის თებერვლის მონაცემებით მოიცავს 3 სახეობას:[1]
- Calcarius lapponicus (Linnaeus, 1758) — ლაპლანდიური მეგზია
- Calcarius ornatus (J. K. Townsend, 1837) — მორთული მეგზია
- Calcarius pictus (Swainson, 1832) — მოხატული მეგზია
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 535.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Finches, euphonias, longspurs, Thrush-tanager : [ინგლ.] / F. Gill & D. Donsker (Eds). // IOC World Bird List (v 8.1). — 2018. — DOI:10.14344/IOC.ML.8.1.