მეგარონი
მეგარონი (ძვ. ბერძნ. μέγα — დიდი + ρον — დარბაზი) — ეგეოსის კულტურის (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) ეპოქაში ჩამოყალიბებული საცხოვრებელი შენობის სახეობა. მეგარონი იყო გეგმით სწორკუთხა ნაგებობა, რომელსაც ტორსულ ფასადზე ანტებიანი პორტიკი ჰქონდა. მთავარი დარბაზის შუაში მდებარეობდა კერა, ხოლო სახურავში დატანებული იყო საკვამური - ღიობი. ამ სახის მეგარონი ნაპოვნია ტროაში, ტირინთში, მიკენესა და სხვა ქალაქებში. მეგარონი საფუძვლად დაედო ჰომეროსის ეპოქის ძველ ბერძნულ ტაძრებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 535.