მეგათერიუმი (Megatherium) (მეგა... და ბერძნ. therion — ნადირი, მხეცი) — ნამარხი ძუძუმწოვრების გვარი არასრულკბილიანების რიგისა. ჰქონდათ მასიური (6 მ სიგრძის) ტანი და მოკლე ფეხები. იკვებებოდნენ ფოთლებითა და ახალგაზრდა ყლორტებით, რომელთაც წინა კიდურების მოკაუჭებული კლანჭებით იწევდნენ. კვების დროს უკანა კიდურებთან ერთად საყრდენად კუდსაც იყენებდნენ. მეგათერიუმის ნაშთები ბევრგან სრული ჩონჩხების სახითაა ნაპოვნი. ცნობილია ჩრდილოეთ და სამხრეთ პლეისტოცენური ნალექებიდან.

მეგათერიუმი

მეგათერიუმი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Megatherium
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება