მდელოს ძაღლი
მდელოს ძაღლი[1] (ლათ. Cynomys < ძვ. ბერძნ. κῠνο- +μῦς — „ძაღლთაგვა“) — ძუძუმწოვართა გვარი ციყვისებრთა ოჯახისა. გარეგნულად ყვითელ თრიას (Spermophilus fulvus) წააგვანან; მათი სხეულის სიგრძეა 40 სმ-მდე, კუდისა 7–11 სმ-მდე;[2] შეფერილობა ღიაა, მურა-ქვიშისფერი. ცნობილია 5 სახეობა.[2][3][4] ბინადრობენ ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალური და სამხრეთი რაიონების სტეპისა და უდაბნო-სტეპის ლანდშაფტებში ვაკეებისა და მთების ტერიტორიაზე; ვერტიკალურად ადიან ზღვის დონიდან 3200 მეტრამდე. სახლობენ დიდ კოლონიებად,[2][3] ღრმა სოროებში.[2] გამოსცემენ თავისებურ მყეფარა ყმას, საიდანაც მოდის მათი სახელწოდება.[3] ზამთარში მათი აქტიურობა მცირდება, შეიძლება ძილქუშს მიეცნენ.[2] იკვებებიან მცენარეთა მიწისზედა ნაწილებით. წელიწადში ერთხელ ყრიან 2–10 ნაშიერს.[2] წარმოადგენენ მტაცებელი მხეცების ნადავლს. ზიანს აყენებენ სათიბ სავარგულებს.[2] მათი ხორცი საკვებად ვარგისია.[2] შავი ჭირის გამომწვევის ბუნებრივი მატარებლები არიან.[2] 2 სახეობა შეტანილია IUCN-ის წითელ წიგნში.[2]
მდელოს ძაღლი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შავკუდა მდელოს ძაღლი (Cynomys ludovicianus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cynomys (Rafinesque, 1817) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- მდელოს ძაღლი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ prairie dog — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 მდელოს ძაღლი // ბიოლოგიური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ 3.0 3.1 3.2 მდელოს ძაღლი // დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ Полная иллюстрированная энциклопедия. «Млекопитающие» Кн. 2 = The New Encyclopedia of Mammals / под ред. Д. Макдональда. — М.: Омега, 2007. — С. 441. — 3000 экз. — ISBN 978-5-465-01346-8.