მგალობლიანთკარის ეკლესია
მგალობლიანთკარის ეკლესია — ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (6,37 X 4,63 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით; გამოყენებულია აგურიც (კარ-სარკმელთა თაღები და ლავგარდანი). შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში ექვსი ნიშია. დარბაზი გეგმით კვადრატულია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთის კედელი საბჯენი თაღითაა შემოსაზღვრული. თაღი ცილინდრული კამარის ქუსლის დონეზე იკვეთება. ეკლესიის ლავგარდანი აგურისაა (ორ ჰორიზონტალურ რიგად დალაგებულ აგურებს შორის ჩასმულია სამკუთხად ნაშვერი აგურები).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 245-246.