მბეჭდავი ქერქიჭამია

მბეჭდავი ქერქიჭამია (ლათ. Ips typographus) — მწერი ცხვირგრძელასებრთა ოჯახისა. ხოჭო ბრჭყვიალა შავია. აქვს მოკლე ცილინდრული ბუსუსები, რომელთა სიგრძე 4-5 მმ აღწევს. მატლი თეთრია, ოდნავ მოხრილი, სიგრძით 5 მმ. კვერცხი ბრჭყვიალა თეთრია, ოვალური. მბეჭდავი ქერქიჭამია გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში პირველად 1952 წელს აღმოაჩინეს. შემოჰყვა გაუქერქავ ხე-ტყეს ჩრდილოეთი რაიონებიდან. ხოჭო და მატლი აზიანებს ნაძვს, ფიჭვს, სახლდება მათ ღეროებსა და ტოტებზე.

მბეჭდავი ქერქიჭამია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ips typographus

ბრძოლის ღონისძიებანი: სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა, წაქცეული საჭერი ხეების მოწყობა და მათი ქიმიური დამუშავება ფოსფორორგანული პრეპარატებით.

ლიტერატურა

რედაქტირება