მაჰაძანგა
მაჰაძანგა (Mahajanga) — ქალაქი მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მაჰაძანგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2001 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 135 660 ადამიანს. ქვეყნის ერთ-ერთი საპორტო ქალაქი. სასოფლო-სამეურნეო რაიონის (ბრინჯი, პილპილი, ყავა) ცენტრი. განვითარებულია კვების, საფეიქრო და ცემენტის მრეწველობა.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მაჰაძანგა Mahajanga | |||
| |||
ქვეყანა | მადაგასკარი | ||
რეგიონი | ბეოენი | ||
კოორდინატები | 15°43′00″ ს. გ. 46°19′00″ ა. გ. / 15.71667° ს. გ. 46.31667° ა. გ. | ||
ფართობი | 53 კვადრატული კილომეტრი | ||
მოსახლეობა | 135 660 კაცი (2001) | ||
ეროვნული შემადგენლობა | მალაგასიელები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 524.