მაჯამა (არაბ. ﻣﺠﻤﻮﻋﻪ ,ﻣﺠﺎﻣﻴﻊ კრებული) — სპარსულ პოეტიკაში სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ტერმინი. უპირველესად აღნიშნავს რამდენიმე ან ერთი პოეტის ლექსთა კრებულს. ამას გარდა, მაჯამას უწოდებენ ისეთ ლექსს, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა პოეტური ხერხი, ჩამოთვლილია საგნები თუ ტერმინები. მაჯამა აერთიანებს ერთგვაროვანი ხერხებითა თუ თემატიკით დაკავშირებულ ლექსებსაც.

ქართულ პოეზიაში მაჯამა, როგორც ლიტერატურული ხერხი, გვხვდება ჯერ კიდევ კლასიკურ ქართულ პოეზიაში (ჩახრუხაძე, შავთელი, რუსთაველი). შემდეგ იგი განავითარა სპარსული პოეზიის შესანიშნავმა მცოდნემ თეიმურაზ პირველმა. მისი მაჯამა საგანგებოდ შერჩეულ ლექსთა კრებულია („ლექსთა ღარიბთა, უცხოთა, რომელ არს გამოკრებული, მიმინდა წერა ამისთვის, არ იქმნას დავიწყებული“), რომელთა სტროფების დიდი ნაწილი ომონიმური რითმებით არის გაწყობილი. მათი ამოხსნა გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამ ჟანრის ლექსებს წერდნენ თუ კრებულებს ადგენდნენ არჩილი, ვახტანგ VI, საბა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარამიძე ა., თეიმურაზ პირველი, წგნ.: თეიმურაზ I, ტხზ. სრ., კრ., ალ. ბარამიძის და გ. ჯაკობიას რედ., ტფ., 1934;
  • კობიძე დ., ქართული და სპარსული პოეტიკის ისტორიიდან, მის წგნ.: ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, ტ. 2, თბ., 1969;
  • ჯიბლაძე გ., რუსთაველის ესთეტიკური სამყარო, თბ., 1966;
  • მისივე, კრიტიკული ეტიუდები, ტ. 6, თბ., 1981;
  • გვახარია ა., ქსე, ტ. 6, გვ. 522, თბ., 1983