მახრასებრნი
მახრასებრნი, ბოსტანასებრნი (ლათ. Gryllotalpidae), მწერების ოჯახი სწორფრთიანთა რიგისა. ცხოვრობენ ტენიან ნიადაგში. ნაირჭამია მავნებლებია, აზიანებენ როგორც ბოსტნეულ, ტექნიკურ და მარცვლოვან კულტურებს, ისე ხემცენარეებს, განსაკუთრებით სანერგე მეურნეობაში. ოჯახში 45 სახეობაა, გავრცელებულია ყველა კონტინენტზე. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 3 სახეობა, რომელთაგან ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი მახრა ანუ ბოსტანა (Gryllotalpa gryllotalpa). იგი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა დასავლეთ საქართველოში, სადაც ძლიერ აზიანებს მინდვრის, ბოსტნის და ბაღჩის კულტურებს. აღმოსავლეთ საქართველოში მეტწილად ბოსტნებშია გავრცელებული. იკვებება ძირითადად ფესვებით, ძირხვენებით, თესლით, ღეროებით და ახალგაზრდა აღმონაცენით, მახარასებრთა სრულ განვითარებას საქართველოში ერთი წელი სჭირდება.
მხარასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბოსტანა (Gryllotalpa gryllotalpa) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Gryllotalpidae | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
მწვანე ფერით აღნიშნულია | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 521.