მახრა

(გადამისამართდა გვერდიდან ბოსტანა)

მახრა, ბოსტანა (ლათ. Gryllotalpa gryllotalpa) — მწერი სწორფრთიანების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 3,5-5 სმ აღწევს. ბინადრობს ნიადაგში. მახრა ნაირჭამია მწერია, აზიანებს თითქმის ყველა მცენარეს, უმეტესად ბოსტან-ბაღჩის კულტურების მიწისქვეშა ნაწილებს. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. დიდი რაოდენობით გვხვდება სარწყავ ნაკვეთებზე, წყალსატევების ნაპირებზე, სათბურებსა და კვალსათბურებში.

მახრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სწორფრთიანები
სახეობა:  მახრა
ლათინური სახელი
Gryllotalpa gryllotalpa

მის წინააღმდეგ იყენებენ ბრძოლის აგროტექნიკურ და ქიმიურ ღონისძიებებს. აგროტექნიკური ღონისძიებებიდან აღსანიშნავია კვერცხის ბუდეების მოშლა-ამოყრა, საჭერი ორმოების მოწყობა. ქიმიური საშუალებიდან კარგ შედეგს იძლევა თესვა-რგვამდე 10-12 დღით ადრე მოშხამული მისატყუებელი მასალის შეტანა ნიადაგში.

ლიტერატურა

რედაქტირება