მახირ დარზიევი
მახირ დარზიევი (აზერ. Mahir Dərziyev; დ. 4 აგვისტო, 1957, ყაზახი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი წარმოშობის ქართველი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი და პედაგოგი. საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის 2012 და 2016 წევრი.
მახირ დარზიევი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 აგვისტო, 1957 |
დაბადების ადგილი | ყაზახი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
განათლება | თსუ (1979-1985) |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა | პედაგოგი, ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამახირ დარზიევი დაიბადა 1957 წლის 4 აგვისტოს, აზერბაიჯანის ქალაქ ყაზახში. უმაღლესი განათლება მიიღო ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1974-1975 წლებში იყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ტრესტის ზეინკალი.
1980-1981 წლებში იყო თბილისისა და რუსთავის გამწმენდი ნაგებობების ზეინკალი. 1982 წელს რუსთავის საშუალო სკოლის სამხედრო საქმის მასწავლებებელი. 1982-1992 წლებში ასწავლიდა ისტორიას მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში. 1991-2003 წლებში იყო განჯის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი. 1998-2002 წლებში მარნეულის საკრებულოს წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ქართული ოცნება“), სადაც ხმათა 16,48% მიიღო (6864 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მახირ დარზიევი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მახირ დარზიევი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)