მახარაძის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მახარაძის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ მახარაძის რაიონში. მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი სანადირო სავარგულები 13 000 ჰექტარზე იყო გადაშლილი. აღმოსავლეთით მათ ჩოხატაურის რაიონი ესაზღვრებოდა, დასავლეთით — შავი ზღვა, ჩრდილოეთით — ლანჩხუთის რაიონი, სამხრეთით — აჭარის ასსრ.

სანადირო მეურნეობა უმთავრესად განლაგებული იყო მთის კალთებზე, სადაც ბლომადა იყო წიფელი.

ტყეები საკმაოდ მდიდარი იყო ქვეტყით და ბალახოვანი საფარით. ამის გამო აქ მრავლადა იყო შველი, არჩვი, კურდღელი, მაჩვი, ციყვი, კვერნა, დათვი, ტურა, მელა და სხვ. რაიონის დაბლობ ადგილებში გვხვდებოდა გადამფრენი ფრინველები.

რაიონში ჩამოყალიბებული იყო ორი სანადირო მეურნეობა: ერთი „ვაკიჯვარ-შემოქმედის“ და მეორე — „ურეკის“. პირველში უმთავრესად ბინადრობდა არჩვი და შველი, რომელთა რაოდენობამ უკანასკნელ დროს შესამჩნევად იმატა.

ლიტერატურა

რედაქტირება