მაწაქი
მაწაქი (ლათ. Goebelia alopecuroides) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 1 მ აღწევს. აქვს კენტფრთისებრი ფოთლები და მტევან ყვავილედში თავმოყრილი თეთრი ან მოყვითალო ყვავილები.
მაწაქი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Goebelia alopecuroides | ||||||||||||
|
გავრცელებულია მცირე და ცენტრალურ აზიაში, ირანში, კავკასიაში, შუა აზიასა და ციმბირში. საქართველოში გვხვდება ქართლსა და კახეთში, დაბლობიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე, ტენიან ადგილებსა და ნათესებში. აბეზარი სარეველაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 513.