მაჩაჩი (ეკვადორი)
მაჩაჩი (ესპ. Machachi) — ქალაქი ეკვადორში, პიჩინჩის პროვინციაში, მეხიას კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ეკვადორის დედაქალაქის, კიტოს სამხრეთით 37 კმ-ში. ქალაქი გარშემორტყმულია რვა ვულკანით, ესენია: ატაკასო, კორასონი, რუმინიაუი, ილინისა, ვიუდიტას მთა, პასოჩოა და სინჩოლაგუა. ქალაქის ტერიტორიაზე ვულკანების სიმრავლის გამო ალექსანდერ ჰუმბოლდტმა ამ ადგილს „ვულკანების გამზირი“ უწოდა. ასევე, ქალაქის ტერიტორია მოიცავს კოტოპასის ნაწილს, რომელიც ზღვის დონიდან 5 897 მეტრზე მდებარე უზარმაზარი აქტიური ვულკანია[2].
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაჩაჩი Machachi | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვადორი | ||||
პროვინცია | პიჩინჩის პროვინცია | ||||
კანტონი | მეხიას კანტონი | ||||
კოორდინატები | 0°30′36″ ს. გ. 78°34′12″ დ. გ. / 0.51000° ს. გ. 78.57000° დ. გ. | ||||
მმართველი | უილსონ როდრიგესი | ||||
დაარსდა | 11 ნოემბერი 18 | ||||
ფართობი | 6,09 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 886 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური | ||||
მოსახლეობა | 24 188 კაცი (2022) | ||||
სიმჭიდროვე | 4 000[1] კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 593 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | EC170350 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.municipiodemejia.gob.ec | ||||
სახელწოდება მომდინარეობს პანსალეოს ენიდან და ნიშნავს „დიდ აქტიურ მიწას“. ფერდობები, რომლებზეც მაჩაჩი გაშენებულია, გამოირჩევა ნაყოფიერი ნიადაგითა და მდიდარია თერმული წყლებით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Citypopulation.de Population and area of Machachi
- ↑ municipiodemejia.gob.ec