მაშუკი
მაშუკი (რუს. Машук) — მთა ჩრდილოეთ კავკასიაში, კავკასიის მინერალური წყლების რაიონში, რუსეთში, სტავროპოლის მხარეში. სიმაღლე 993 მ. წარმოადგენს ლაკოლითს, რომლის კრისტალური გული დაფარულია ზედაცარცული და პალეოგენური კირქვებითა და მერგელებით. მთაზე არის ნახშირმჟავა-გოგირდწყალბადიანი წყაროები. მწვერვალი გუმბათისებრი აქვს. სამხრეთ კალთაზეა 20 მ სიღრმის კარსტული შახტი „პროვალი“. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. მაშუკის ძირში და კალთებზე გაშენებულია ბალნეოლოგიური კურორტი პიატიგორსკი.
მაშუკი | |
---|---|
მაშუკი | |
კოორდინატები: 44°03′01″ ჩ. გ. 43°05′18″ ა. გ. / 44.05028° ჩ. გ. 43.08833° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სტავროპოლის მხარე |
სიმაღლე | 993 მ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 508.