მაყვალა გონაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გონაშვილი.

მაყვალა კარლოს ასული გონაშვილი (დ. 1 მარტი, 1959, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი.

მაყვალა გონაშვილი
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1959(1959-03-01) (65 წლის)
დაბადების ადგილი არბოშიკი
საქმიანობა პოეტი
ჟანრი პოეზია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1981 წელს დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მუშაობდა ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში. 1990 წელს დააფუძნა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია „გულანი“. რედაქტორობდა 1995 წელს დაარსებულ ინგლისურენოვან შემეცნებით-გასართობ საყმაწვილო გაზეთს „ჰელოუ, ბეიბი“. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 2004 წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ. გონაშვილის პირველი ლექსები და მინიატიურები 1968 წლიდან იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალგაზეთებში („ნორჩი ლენინელი“, „პიონერი“), გამოქვეყნებული აქვს კრებულები: „ყაყაჩოების კოცონი“ (1985), “მზის ცრემლი“ (1987), „მე თქვენ მიყვარხართ“ (1990), „სალოცავი ჩემი, საფიცარი ჩემი“ (1994), „სახეები და სახელები“ (1999), „ძახილი“ (2001), „გუმბათებიდან მზის მადლი ჟონავს“ (2003), „მართალს ვიტყვი“ (2006), „აქედანა და თქვენამდე“ (2009), „მზე შინა“ (2010) და სხვ. გამოცემული აქვს საბავშვო წიგნები: „კიჭას საოცარი თავგადასავალი“ (1987), „კუდიანი ვარსკვლავის სამეფოში“ (1991), „მე პატარა ქართველი ვარ“ (1992), „გოჭი კიკის საოცარი თავგადასავალი“ (2006). გონაშვილის ლექსები თარგმნილია უცხო ენებზე.

2008 წელს გონაშვილს მიენიჭა ანა კალანდაძის, 2010 წელს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პრემიები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება