მთავარი მენიუს გახსნა

სიმონ მაყაშვილი (დ. 1752) — ქართველი დიპლომატი, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ელჩი მოსკოვში ათანასე თბილელთან ერთად 1752-1754 წლებში. იგი იყო ძე ხასფოლად გურგენის ძე მაყაშვილის.

სვიმონ მაყაშვილს ერეკლე II აძლევს სიგელს, რომელშიც ეუბნება: „...პაპა ჩვენს მეფეს ირაკლის პაპაშენი გურგენ ისპაჰანს თანახლებოდა და ხევისთაობა ებოძებინა და მეორედ რომ წაბრძანებულიყო მაშინაცა კიდევ თანახლებოდა და შეძლებისაებრ ერთგულად ემსახურა და იქ მიცვალებულიყო ჭეშმარიტის ჩვენის სარწმუნოებით და მამაშენი ხასფოლად ბიძაჩვენს მამადყულიხანს ბრძოლაში წინ მოკვდომოდა...“

სიმონ მაყაშვილი იყო გიორგი XII-ის ეშიკაღასბაში და გამზრდელი, ლალა, პლატონ იოსელიანი წერს „...წელსა მეოთხესა მიუჩინეს მას ლალად თავადი კახეთისა სიმონ მაყაშვილი...; სიმონ მაყაშვილი კახეთის სოფელ რუისპირის ციხის თავადი იყო და დღესაც მისი ჩამომავლები მის აშენებულ სახლში ცხოვრობენ“.

ლიტერატურარედაქტირება

  • ცინცაძე ი., ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში (1752-1754), «საისტორიო მოამბე», 1962, ტ. 6;