მაღაწლის ეკლესია

მაღაწლის ეკლესია — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ

მაღაწლის ეკლესია — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიხჩოდან აღმოსავლეთით მაღაწლის ქედზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ძეგლი დანგრეულია. შემორჩენილია 1 მეტრი სიმაღლის კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ეკლესიის სამხრეთით 10 მეტრზე, კლდოვან ტერასაზე მცირე ზომის სათავსთა ნაშთებია.

ლიტერატურა

რედაქტირება