მაქს ვერსტაპენი
მაქს ემილიან ვერსტაპენი (ნიდერლ. Max Emilian Verstappen; დ. 30 თებერვალი, 1997) — ბელგიელ-ნიდერლანდელი ავტომრბოლელი და ფორმულა ერთის 2021-2022-2023 წლების მსოფლიო ჩემპიონი. მაქსი ჩემპიონატში ნიდერლანდების სახელით ასპარეზობს და ამჟამად წარმოადგენს Red Bull Racing-ს, რომლის სახელითაც 3-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. იგი არის ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელის იოს ვერსტაპენის შვილი.
ვერსტაპენი 2017 წლის მალაიზიის გრან პრიზე | |
დაიბადა |
30 სექტემბერი, 1997 ჰასელტი, ბელგია |
---|---|
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა | |
ეროვნება | ნიდერლანდელი |
რბოლა | 188 (188 სტარტი) |
ჩემპიონი | 3 (2021, 2022, 2023) |
მოგება | 56 |
კვარცხლბეკი | 100 |
ქულები | 2637.5 |
პოულ პოზიცია | 36 |
უსწრაფესი წრე | 31 |
პირველი რბოლა | ავსტრალიის გრან პრი 2015 |
პირველი მოგება | ესპანეთის გრან პრი 2016 |
ბოლო მოგება | საუდის არაბეთის გრან პრი 2024 |
ბოლო რბოლა | ავსტრალიის გრან პრი 2024 |
2023 პოზიცია | 1-ლი (575 ქულა) |
2015 წლის ავსტრალიის გრან პრიზე მაქსი 17 წლისა და 166 დღის ასაკში გახდა ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი. 2015 წლის სეზონი მაქსმა Red Bull-ის დობილ გუნდში Scuderia Toro Rosso-ში გაატარა და ამავე გუნდში დაიწყო ასპარეზობა 2016 წლის სეზონშიც, თუმცა ოთხი რბოლის შემდეგ დააწინაურეს და Red Bull Racing-ში გადაიყვანეს დანიილ კვიატის შემცვლელად. მომდევნო რბოლაში ესპანეთის გრან პრიზე, Red Bull-ის სახელით მოასპარეზე მაქსი 18 წლის ასაკში გახდა ფორმულა ერთის გრან პრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული და პირველი ჰოლანდიელი, რომელმაც გრან პრი მოიგო. 2019 და 2020 წლის სეზონებში მაქსმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2021 წლის აბუ-დაბის გრან პრის მოგებით გახდა პირველი ჰოლანდიელი მსოფლიო ჩემპიონი და საერთო ჯამში ფორმულა ერთის 34-ე მსოფლიო ჩემპიონი.
სარბოლო შედეგები
რედაქტირებასარბოლო კარიერის შეჯამება
რედაქტირებასეზონი | სერია | გუნდი | რბოლა | მოგება | პოული | უ/წრე | პოდიუმი | ქულა | პოზიცია |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2014 | ფლორიდის ზამთრის სერია | არ არის | 12 | 2 | 3 | 3 | 5 | არ არის | არ არის |
სსფ ფორმულა 3-ის ევროპული ჩემპიონატი | Van Amersfoort Racing | 33 | 10 | 7 | 7 | 16 | 411 | 3 | |
მაკაოს გრან პრი | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | N/A | 7 | ||
ზანდვორტის მასტერსი | Motopark | 1 | 1 | 1 | 0 | 1 | N/A | 1 | |
2015 | ფორმულა ერთი | Scuderia Toro Rosso | 19 | 0 | 0 | 0 | 0 | 49 | 12 |
2016 | ფორმულა ერთი | Scuderia Toro Rosso | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 204 | 5 |
Red Bull Racing | 17 | 1 | 0 | 1 | 7 | ||||
2017 | ფორმულა ერთი | Red Bull Racing | 20 | 2 | 0 | 1 | 4 | 168 | 6 |
2018 | ფორმულა ერთი | Aston Martin Red Bull Racing | 21 | 2 | 0 | 2 | 11 | 249 | 4 |
2019 | ფორმულა ერთი | Aston Martin Red Bull Racing | 21 | 3 | 2 | 3 | 9 | 278 | 3 |
2020 | ფორმულა ერთი | Aston Martin Red Bull Racing | 17 | 2 | 1 | 3 | 11 | 214 | 3 |
2021 | ფორმულა ერთი | Red Bull Racing Honda | 22 | 10 | 10 | 6 | 18 | 395.5 | 1 |
2022 | ფორმულა ერთი | Oracle Red Bull Racing | 22 | 15 | 7 | 5 | 17 | 454 | 1 |
2023 | ფორმულა ერთი | Oracle Red Bull Racing | 18 | 14 | 10 | 8 | 16 | 441* | 1 |
წყარო:[1] |
ფორმულა ერთის შედეგები
რედაქტირება(გასაღები) (რბოლები მკვეთრი შრიფტით ნიშნავს პოულ პოზიციას; რბოლები კურსივის შრიფტით ნიშნავს უსწრაფეს წრეს)
† არ დაასრულა, მაგრამ კლასიფიცირებული იყო სარბოლო მანძილის 90%-ზე მეტის დაფარვის გამო.
‡ მიენიჭა ნახევარი ქულა, რადგან რბოლისას ვერ დაიფარა სრული მანძილის 75%-ზე მეტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2021-12-29 საიტზე Wayback Machine.
- მრბოლელების ბაზა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2021 Driver Standings. Formula One. ციტირების თარიღი: 13 December 2021.
- ↑ Max Verstappen – Involvement. StatsF1. ციტირების თარიღი: 11 December 2021