მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი

მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი (ინგლ. Max Planck Institute for Evolutionary Anthropology, გერმ. Max-Planck-Institut für evolutionäre Anthropologie) – კვლევითი ინსტიტუტი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, დაარსებული 1997 წელს; მაქს პლანკის საზოგადოების ქსელის ნაწილი.

მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი

ინსტიტუტი მოიცავს ხუთ განყოფილებას (განვითარებითი და შედარებითი ფსიქოლოგია, ევოლუციური გენეტიკა, ადამიანის ევოლუცია, ლინგვისტიკა და პრიმატოლოგია) და რამდენიმე ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფს. ამჟამად დაახლოებით 330 მეცნიერ-თანამშრომელს აერთიანებს.

ამ ინსტიტუტში ამჟამად მომუშავე სახელოვან მეცნიერთა შორის არიან სვანტე პააბო (გენეტიკა), ბერნარდ კომრი (ლინგვისტიკა), მიქაელ ტომასელო (ფსიქოლოგია), ქრისტოფ ბოეში (პრიმატოლოგია) და ჟან-ჟაკ უბლინი (ევოლუცია).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება