მაქართის სამაროვანი

მაქართის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქართას ჩრდილოეთით,

მაქართის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქართას ჩრდილოეთით, მთის ძირას, ციცაბო ფერდობზე. „დიდებათ მიწად“ წოდებულ ადგილზე. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით VIII-VI საუკუნეებით. 1983 წელს გათხარა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სამაროვანის აღმოსავლეთ ნაწილში გაითხარა დანგრეული და გაძარცვული ექვსი სამარხი. დასავლეთ ნაწილი, რომელიც სათიბადაა გამოყენებული, გაუთხრელია. ამ ტერიტორიაზე ხშირად პოულობენ სამარხეულ ინვენტარს. ორმოსამარხები მოგრძოა, ამოშენებული და გადახურულია ქვის ფილებით. აკრეფილი მასალა: თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს სპირალური ბეჭედი, საკიდი, ფირფიტოვანი სარტყლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს ირმის ქანდაკებები და სხვა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება