მაუნტ-აიზა (ინგლ. Mount Isa) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 20 570 ადამიანს[1]. მაუნტ-აიზა 1830 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ხოლო 904 კილომეტრით დაცილებულია ქალაქ ტაუნსვილს. ქალაქი მაუნტ-აიზა დაარსდა 1923 წელს, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1968 წელს. ქალაქი მდებარეობს უდაბნოების ტერიტორიაზე, მაუნტ-აიზასთან მდებარეობს ტბა მონდარა. ქალაქიდან 155 კილომეტრში მდებარეობს კუინზლენდის და ჩრდილოეთი ტერიტორიის ოფიციალური საზღვარი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა საკმაოდ დაბალია და შეადგენს 454.3 მმ-ს.

ქალაქი
მაუნტ-აიზა
ინგლ. Mount Isa
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი კუინზლენდი
კოორდინატები 20°44′00″ ს. გ. 139°30′00″ ა. გ. / 20.73333° ს. გ. 139.50000° ა. გ. / -20.73333; 139.50000
დაარსდა 1923
ფართობი 62,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 350
მოსახლეობა 20 570 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 327,55 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+10
საფოსტო ინდექსი 4825
ოფიციალური საიტი mountisa.qld.gov.au
მაუნტ-აიზა — ავსტრალია
მაუნტ-აიზა
მაუნტ-აიზა — კუინზლენდი
მაუნტ-აიზა

ფოტო გალერეა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-04. ციტირების თარიღი: 2015-02-22.