მაულე (მდინარე)
მაულე — ჩილეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდინარე. სწორედ ამ მდინარეზე გადიოდა ინკების იმპერიის სამხრეთი საზღვარი. მდინარის სახელს ატარებს ჩილეს ერთ-ერთი რეგიონი - მაულე. მდინარის სიგრძეა 240 კმ, ხოლო აუზის ფართობი 20,600 კმ², აუზის 30% მოქცეულია ანდებში. სათავეს იღებს ანდებში, ლაგუნა-დე-მაულეს ტბიდან, ზღვის დონიდან 2,200 მეტრ სიმაღლეზე, არგენტინის საზღვართან ახლოს. ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადია მდინარე მელადო.