მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში (2018)
2018 წლის მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში (56-ე ჭადრაკის ისტორიაში) ჩატარდა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში.
მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი |
მაგნუს კარლსენი (NOR) | ფაბიანო კარუანა (USA) |
6 (3) | 6 (0) |
დაბადების თარიღი: 30 ნოემბერი, 1990 |
დაბადების თარიღი: 30 ივლისი, 1992 |
მსოფლიოს პირველობაზე მატჩის გამარჯვებული (2016) | პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული (2018) |
ფიდეს რეიტინგი მატჩის დასაწყისისთვის: 2835[1] | ფიდეს რეიტინგი მატჩის დასაწყისისთვის: 2832[1] |
მატჩში მონაწილეობა მიიღეს მოქმედმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა და ამერიკელმა ფაბიანო კარუანამ.
12 პარტიისგან შემდგარი მატჩი უნდა ჩატარებულიყო 9 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე.
პრეტენდენტთა ტურნირი
რედაქტირებაპრეტენდენტი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე გახდა ფაბიანო კარუანა — 2018 წლის პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული, რომელიც ჩატარდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 2018 წლის 10 მარტიდან 27 მარტამდე. ფაბიანო კარუანამ 14 შესაძლებელი ქულიდან 9 დააგროვა (+5 -1 =8), რაც ერთი ქულით მეტია, ვიდრე აზერბაიჯანელი დიდოსტატის შაჰრიარ მამედიაროვის და რუსი სერგეი კარიაკინის შედეგი.
ორგანიზაცია და ჩატარების ადგილი
რედაქტირებამატჩი ჩატარდა ფიდეს ეგიდის ქვეშ, ხოლო ორგანიზაციის უფლება ჰქონდა კომპანია „აგონს“,[2] ფიდეს კომერციულ პარტნიორს. 2018 წლის მატჩის ჩატარებაზე განაცხადი შეიტანა არაერთმა აზიურმა ქვეყანამ,[3] იაპონია, სინგაპური, ტაილანდი, ჩინეთი[4] და სხვა.[5] 2017 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი ლონდონის კანდიდატურაზე.[6] 2017 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ მატჩი ლონდონში ჩატარდებოდა.[7]
2018 წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა, რომ ორივე მონაწილემ ხელი მოაწერა მატჩში მონაწილეობის კონტრაქტს.[8]
განგრიგი
რედაქტირება
|
|
სათამაშო დღეებში, მატჩები ტარდება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (GMT, UTC).[9]
რეგლამენტი
რედაქტირებაოპონენტებმა უნდა ითამაშონ 12 პარტია იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ გაინაღდებს გამარჯვებას დროზე ადრე. რაც შეეხება დროი კონტროლს, პირველ 40 სვლაზე გამოყოფილი იყო 100 წუთი, 50 წუთი შემდეგ 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის დამთავრებამდე ყოველი სვლის შემდეგ 30 წამის დამატებით. მოთამაშეებს არ ჰქონდათ დაზავების უფლება შავების ოცდამეათე სვლამდე.[10][11]
თუ მეთორმეტე პარტიის შემდეგაც ანგარიში თანაბარი იქნებოდა, ბოლო სათამაშო დღეს ჩატარდებოდა ტაი-ბრეიკი:
- ოთხი პარტია სწრაფ ჭადრაკში (25 წუთი + 10 წამი ყოველი სვლის შემდეგ), თუ არც ერთი მონაწილე დროზე ადრე არ გაიმარჯვებდა. თუ ოთხი პარტიის შემდეგ გამარჯვებული არ გამოვლინდებოდა, მოჭადრაკეები ითამაშებდნენ ბლიცს.
- ორპარტიანი ბლიცის (5 წუთი + 3 წამი ყოველი სვლის შემდეგ) ხუთი სერია შავებით და თეთრებით. გამარჯვებული იქნებოდა მოჭადრაკე, რომელიც პირველი მოიგებდა სერიას. თუ ყველა სერია ფრეთი დამთავრდებოდა, ჩატარდებოდა „არმაგედონი“.
- ერთი „სიკვდილის პარტია“, იგივე „არმაგედონი“. თეთრებს აქვთ ხუთი წუთი, ხოლო შავებს ოთხი. 61-ე სვლიდან დაწყებული, ორივე მხარე ყოველი სვლის შემდეგ იღებს სამ წამს. მოთამაშე, რომელიც კენჭისყრაში გაიმარჯვებს, შეძლებს ფიგურების ფერი აირჩიოს. თეთრებს სჭირდებათ მხოლოდ გამარჯვება, ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულია შავი ფიგურებით მოთამაშე მოჭადრაკე.
მატჩი
რედაქტირებამონაწილეები | ელოს რეიტინი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | + | − | = | ქულები | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ნორვეგია მაგნუს კარლსენი | 2835 | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | 0 | 0 | 12 | 6 | |||
აშშ ფაბიანო კარუანა | 2832 | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | 0 | 0 | 12 | 6 | |||
ECO | B31 | D37 | B31 | A29 | B31 | C42 | D37 | B33 | A29 | B33 | C42 | B33 | ||||||||
სვლების რაოდენობა | 115 | 49 | 49 | 34 | 34 | 80 | 40 | 38 | 56 | 54 | 55 | 31 | ||||||||
თარიღი | 9.11 | 10.11 | 12.11 | 13.11 | 15.11 | 16.11 | 18.11 | 19.11 | 21.11 | 22.11 | 24.11 | 26.11 |
ტაი-ბრეიკი
რედაქტირებამონაწილეები | ელოს რეიტინგი | 1 | 2 | 3 | 4 | + | − | = | ქულები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ნორვეგია მაგნუს კარლსენი | 2880 | 1 | 1 | 1 | 3 | 0 | 0 | 3 | |
აშშ ფაბიანო კარუანა | 2789 | 0 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | 0 | |
ECO | A22 | B33 | B40 | ||||||
სწრაფი ჭადრაკი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Top 100 Players November 2018. ციტირების თარიღი: 1 November 2018.
- ↑ FIDE-Agon agreement (3.1a) of Annex 11, 2012 FIDE General Assembly
- ↑ Next World Chess Championship to be held in Asia — FIDE president. TASS (1 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 December 2016.
- ↑ Глава ФИДЕ: «Хоу Ифань переключилась на мужские шахматы». ციტირების თარიღი: 27 декабря 2017.
- ↑ Япония и Сингапур претендуют на проведение матча за звание чемпиона мира по шахматам.
- ↑ London among contenders for 2018 world chess championship. OneIndia (24 May 2017). ციტირების თარიღი: 3 June 2017.
- ↑ London Will Host FIDE World Chess Championship Match 2018. World Chess (29 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
- ↑ Мерензон Илья. Твиттер merenzon: Контракты подписаны.
- ↑ Schedule for the match. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 1 November 2018.
- ↑ RULES & REGULATIONS FOR THE FIDE WORLD CHAMPIONSHIP MATCH (FWCM) 2018 FIDE
- ↑ Carlsen, Magnus vs. Caruana, Fabiano | Carlsen-Caruana FIDE World Chess Championship 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-11-01