მატარამის სასულთნო

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მატარამი (მრავალმნიშვნელოვანი).

მატარამი — სახელმწიფო ინდონეზიაში, კ. იავაზე. არსებობდა 1575-1755 წლებში. წარმოიქმნა ხანგრძლივი ფეოდალური შინაომების შედეგად, რომელიც მოჰყვა მაჯაპაჰიტის დაშლას და პორტუგალიელების შემოსევის შედეგად ზღვისპირა ქალაქ-სახელმწიფოების დასუსტებას. მატარამის სასულთნო განვითარებული ფეოდალური სახელმწიფო იყო, რომელსაც განაგებდა მუსლიმანური დინასტია. სასულთნოს გამგებლებმა (სენაპატი 1575-1601 წწ., აგუნგი 1613-1645 წწ.) გააერთიანეს ცენტრალური და აღმოსავლეთი იავა, მოსპეს უკანასკნელი ინდუისტური სახელმწიფოები იავაზე. 1641 წელს აგუნგმა სულთნის ტიტული მიიღო. XVII საუკუნის 70-იან წლებში ჰოლანდიელებმა სასულთნოს ტახტზე დასვეს თავისი კაცი, რომელმაც ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიას მატარამის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია დაუთმო. იმავე წლებში იფეთქა ანტიჰოლანდიურმა აჯანყებამ სურაპატის მეთაურობით. აგრეთვე ომებმა ტახტის მემკვიდრეობისათვის (3 ომი: 1703-1705 წწ., 1719-1723 წწ., 1749-1755 წწ.), რომლებშიც აქტიურად ჩაებნენ ჰოლანდიელები. მატარამმა დაკარგა თავისი სამფლობელოების დიდი ნაწილი და კომპანიის ვასალი გახდა. 1755 წელს გაიყო ჰოლანდიელებზე დამოკიდებულ 2 სახელმწიფოდ და ჩამოყალიბდა ჯოკიაკარტის სასულთნო და სურაკარტის სასულთნო.

მატარამის სასულთნოს დროშა.

ლიტერატურა

რედაქტირება