„მას ერქვა ნიკიტა“ (ფრანგ. La Femme Nikita, აგრეთვე ცნობილი როგორც „ნიკიტა“) — 1990 წლის ფრანგული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია ლიუკ ბესონი,[2][3] ხოლო პროდიუსერია პატრის ლედუ. ფილმში მონაწილეობენ: ან პარიო, ჟან-იუგ ანგლადი, ჩეკი კარიო, ჟანა მორო, ჟან რენო და სხვები.

„მას ერქვა ნიკიტა“
რეჟისორი ლიუკ ბესონი
პროდიუსერი პატრის ლედუ
სცენარის ავტორი ლიუკ ბესონი
როლებში
კომპოზიტორი ერიკ სერა
ოპერატორი ტიერი არბოგასტი
მწარმოებელი კომპანია
გამოსვლის თარიღი
  • 21 თებერვალი, 1990 (1990-02-21) (პარიზი)
ხანგრძლივობა 117 წუთი[1]
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
ენა ფრანგული
ბიუჯეტი 39 მილიონი ფრანკი

სიუჟეტის ცენტრშია თინეიჯერი ნაკრომანი ნიკიტა, რომელსაც პოლიციელის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა მას ცხოვრებაში მეორე შანსი ეძლევა — გახდეს საიდუმლო პოლიტიკური მკვლელი, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში იქნება.

„ნიკიტას“ პრემიერა გაიმართა პარიზში, გრან-რექსში, 1990 წლის 21 თებერვალს. ფილმი აშშ-ში მომდევნო წელს გამოვიდა.

ფილმს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მისი საერთო რეიტინგი 88%-ია (46 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[4] ფილმმა მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია,[5] ხოლო ან პარიოს გადაეცა სეზარის ჯილდო კატეგორიაში საუკეთესო ქალი მსახიობი.

1997 წლის 13 იანვარს გამოვიდა ფილმზე დაფუძნებული კანადური ტელესერიალი „ნიკიტა“, სადაც ნიკიტას როლს პეტა უილსონი ასრულებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nikita (18). British Board of Film Classification (6 ივლისი, 1990). ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2012.
  2. La Femme Nikita. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2010-01-11.
  3. The Balcony Archive: La Femme Nikita (Flash video). Ebert & Roeper. ციტირების თარიღი: 2007-12-07.[მკვდარი ბმული]
  4. LA FEMME NIKITA (NIKITA). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2020.
  5. „Briefs“. The Hollywood Reporter. 320 (35–50): 143. 1991.